სიახლეები
პიროვნება

​„უდიდესი მოტივატორი ჩემი მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მადლიერების სიტყვებია“- ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
10-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა ბლიც ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის მაგონებს დოვლათით და მოსავლით დატვირთულ შემოდგომას, რომელსაც მიწის მოყვარული ქართველი გლეხი მუდამ ოპტიმიზმით ეგებება, დიახ, წლევანდელი სასწავლო წლის დასასრული, მიუხედავად პანდემიისა ხვავ-ბარაქიან შემოდგომასთან ასოცირდება ჩემთვის, რომელიც უხვმოსავლიანი, თუმცა კაცის გული ხომ „აღუვსებელი საწყაულია“ და მეტი და მეტი გინდა თუ ამის ამბიცია გაქვს, როგორც ტატო იტყოდა „ვინ არის იგი ვისთვის გული ერთხელ აღევსოს და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით ისი ეკმაროს“...  

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- სამი რგოლის უმტკიცესს კავშირს. პროფესიონალ პედაგოგებს, ძლიერი, ენერგიული, კრეატიული, მოტივირებული ლიდერის ხელმძღვანელობით. ერთგულ და გვერდით მდგომ მშობელს და სწავლაზე გულანთებულ, მოტივირებულ მოსწავლეს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- სკოლის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი სამთვიანი პროექტის შემაჯამებელი საიუბილეო საღამო, ყოველ თამარობის დღესასწაულზე ღია კარის დღეები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018, 2019  წლის გამარჯვებული მასწავლებლების სტუმრობა, გაეროს ბავშვთა უფლებათა წარმოამადგენლის ხასან ხალილისა და USAID-ის წარმომადგენელ ნენსი პარქსის ვიზიტები და მათი კმაყოფილებით განცვიფრებული სახეები ჩვენი სკოლის და ჩვენი მოსწავლეების ხილვისას.

-ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრეა, ოჯახის წევრები. შვილი და დედმამიშვილები მაძლევენ ძალასა და საოცარ სტიმულს, ცხოვრების ინტერესს. მამის ხსოვნა კი ის თვალშეუვალი სიმაღლეა, რომელიც არასოდეს მანებებს მოდუნებას და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო მისი სახელის უკვდავსაყოფად.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...  

- სკოლის თანამშრომლებს შორის თბილი და პატივისცემაზე დამყარებული ადამიანური ურთიერთობები. მოსწავლე, მასწავლებელ, მშობელსა და დირეტორს შორის ლტოლვა ყოველივე საუკეთესოსთვის.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ჩემთვის უდიდესი მოტივატორი ჩემი მოსწავლეებისაგან, პედაგოგებისა და მშობლებისაგან წარმოთქმული მადლიერი სიტყვებია, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ჩემს მუხლჩაუხრელ შრომას ობიექტურად აფასებენ.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვა. სიახლეთა ძიებისკენ სწრაფვა. მუდმივი მზაობა სწავლა-შრომისათვის. ბედნიერება ხომ განვითარებაშია, განათლება კი "დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა."

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება