მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ - ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მორიგი ეტაპი დაიგეგმა.
აქტივობების მიზანი იყო ბავშვებს გაეცნობიერებინათ გარემოს დაცვის აუცილებლობა, დაენახათ მათი როლის მნიშვნელობა და ესაუბრათ იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გარემოს მიმართ არასათანადო მოპყრობას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა იზრუნეს სკოლის ყვავილებზე, მისცეს რჩევები თავიანთ თანატოლებს, მიწერეს წერილი ბუნების მცველს, განახორციელეს აქტივობა თემაზე: „გარემოზე ზრუნვა ჩვენი ოთახიდან იწყება“, შექმნეს ნამუშევრები სახელწოდებით „სწორი-არასწორი“,სადაც აჩვენეს საკუთარი ხედვა, როგორ გარემოში სურთ ცხოვრება.
სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ჩატარებული აქტივობებით მოსწავლე გახდება უფრო პასუხისმგებლიანი გარემოს დაცვის მიმართ, შეიძენს მეტ ინფორმაციას ამ კუთხით და აუმაღლდება ცნობიერება.
„დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიური მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ
„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან გულწრფელები
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან