სიახლეები
სიახლეები

118-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო, ერთი მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი
28-12-2017
-
+


118-ე სკოლის მოსწავლის მშობელი სოციალური ქსელის საშუალებით სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. დედის განცხადებით, ბავშვი მეოთხე დღეა იაშვილის კლინიკაში იმყოფება, რადგან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„დილით, კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები „მასწავლებელი მოდის“, ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა… დროის გასვლასთან ერთად, ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა, გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრომაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე“, - წერს მშობელი და აღნიშნავს, რომ გეგმავს რეაგირებისთვის განათლების სამინისტროსა და სამართალდამცველებს მიმართოს.

ინციდენტს ადასტურებს სკოლის დირექტორი გიული შენგელია, რომლის თქმითაც, ჩხუბი დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა და ინციდენტი მალევე ამოიწურა. 

მომხდარზე განმარტება გააკეთეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. უწყებაში სკოლის დირექტორზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დეკემბრის დასაწყისში, პირველი გაკვეთილის შემდეგ, საკლასო ოთახში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა იჩხუბეს. ჩხუბის დროს საკლასო ოთახში პედაგოგი არ იმყოფებოდა.

„როცა კლასის დამრიგებელი მეორე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებთან მივიდა, მოსწავლეებისგან გაიგო აღნიშნული ჩხუბის თაობაზე. ბავშვებს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდათ. ბავშვებმა განაცხადეს, რომ ისინი მეგობრები არიან და არ უჩხუბიათ. რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებელთან მივიდნენ მშობლები და უთხრეს, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. თუმცა ჩალურჯებული თვალი პედაგოგს მანამდე არ შეუმჩნევია. ამავე დღეს საბას დედა შეხვდა სკოლის დირექტორს და შვილის პარალელურ კლასში გადაყვანა სთხოვა. დირექტორმა მშობელს აუხსნა, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო ყურადღების ქვეშ. რამდენიმე დღის შემდეგ, საბა კანტიძე გადავიდა N 119 საჯარო სკოლაში. N 118 სკოლის დირექტორმა 25 დეკემბერს დღის ბოლოს გაიგო, რომ საბა გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა მშობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში თავთან დაკავშირებული პრობლემებით და არის ეჭვი, რომ ტრავმა მიღებულია სკოლაში ჩხუბის დროს. თუმცა, ეს ეჭვი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის“, - განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

წყარო - 1tv.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის პატარა ნაწარმოებები წაუკითხეს თავიანთ თანატოლებს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება