სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები
01-01-2018
-
+


საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი - Etaloni.ge უკვე ორი წელია, რაც აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით არსებულ დიდ თუ მცირეკონტინგენტიან, საჯარო თუ კერძო სკოლებთან.  
     
ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პროექტით არაერთი სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლისა თუ მშობლის შესახებ 100 ათასობით ადამიანმა შეიტყო, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.          

გთავაზობთ 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართულ ყველაზე აქტიურ მუნიციპალიტეტებს.

ესენია: წალენჯიხა, წყალტუბო, მესტია, ხარაგაული, მარტვილი, თერჯოლა, ხონი, ყვარელი

ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთი ჭიპაშვილი:

„ყვარლის მუნიციპალიტეტში 21 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. სულ 22 საგანმანათლებლო დაწესებულება და ყველა ჩართულია „ეტალონში“. წელს, „ეტალონი მოსწავლე“ სწორედ კერძო სკოლა „წმინდა ილია მართლის სახელობის გინმაზიის“ მოსწავლე გახდა. სხვათაშორის, ეს ბავშვი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შუალედურ შეჯიბრში მონაწილეობდა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. უზომოდ გახარებულები ვართ ამ ყველაფრით.

„ეტალონმა“ მოგვცა ის, რომ ბავშვები მეტად აქტიურები გახდნენ, მოსწავლეებმა და მშობლებმაც დაინახეს, რომ არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ინტელექტ-შეჯიბრში, სულ გვეკითხებიან თუ როდის დაიწყება პროექტი „ეტალონი“. ჩვენი მოსწავლეები სულმოუთქმელად ელოდებიან ბათუმში დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებას. პროექტში ჩართულობის შედეგად სხვადასხვა რაიონის ბავშვები ერთამენეთს დაუმეგობრდნენ კიდეც.

რაც შეეხება საიტს Izrune.ge, ეს არის უნიკალური საიტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ბავშვებმა არაფორმალური განათლება მიიღონ. სწორედ განათლებული მომავალი თაობა არის ის შეუცვლელი კომპონენტი, რომელზეც უნდა დადგეს საქართველო.“

ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

„პროექტ „ეტალონში“ ჩართულობა ჩვენი რაიონიდან იყო მაქსიმალური. ინტელექტ-შეჯიბრში 25 საჯარო სკოლიდან 24 მონაწილეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 367-მა მოსწავლემ, ფინალში კი გადავიდა 68 მოსწავლე. „ეტალონს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონისთვის. მართლაც, სახალხო პროექტი გახდა, რომელმაც ყველა სოფელში, ყველა ოჯახში შეაღწია. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებში დიდ მოტივაციას იწვევს და ძალიან გვეხმარება სწავლის დონის ამაღლებაში.

სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით განათლების სისტემის მუშაკებს, ხონის განათლების სისტემის მუშაკებს, ჩემს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ვუსურვებ ყველას წარმატებებს, წინსვლას, სიხარულს, სიკეთეს. კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ახალი წელი. „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს. პროექტი „ეტალონი“ საქართველოს და მომავალ თაობას სჭირდება.“

ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე:

„ეტალონი“ არის ქართული, პატრიოტული, მამულიშვილური პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ცოდნის მიღებასა და მრავალმხრივ განვითარებაში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა არის ჩართული „ეტალონის“ პირველ და მეორე ტურში. არა მარტო წელს, წლების განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლები „ეტალონის“ ინტელექტ-შეჯიბრში. 75 საუკეთესო მონაწილე გვყავდა მეორე ტურში, სადაც საუკეთესომ გაიმარჯვა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შუალედურ კონკურსზე ჩვენმა წარმომადგენელმა 85 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზოგადად, მსგავსი პროექტები საჭიროა ქვეყნის მომავლის განვითარებისთვის, ადამიანების ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. „ეტალონი“ საუკეთესოა და ამიტომაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის იღებდა მონაწილეობას ინტელექტ- შეჯიბრში.“

მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

„ეტალონმა“ მოგვცა ძალიან დიდი სიხარული, ბედნიერება და წარმატება. მოსწავლეებს მისცა მოტივაცია უკეთესი სწავლისთვის, სიხალისე, თავდაჯერებულობა და სურვილი მეტი გაიგონ, მეტი იცოდნენ, მეტად ინტეგრირებულნი იყვნენ პროექტებში, კონკურსებში. გვაქვს განსაკუთრებული სიყვარული „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის, „ეტალონის“ იდეის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის მიმართ. მთელი მესტიის, სვანეთის სახელით შემიძლია ვთქვა ეს. გოჩა ტყეშელაშვილის გამოჩენამ მთელს სვანეთს უდიდესი ბედნიერება მოუტანა.“ 

მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა:

„ეტალონთან“ თანამშრომლობა ყოველთვის სასიხარულოა ჩვენთვის და ყოველთვის სიხარულით ვერთვებით ინტელექტ-შეჯიბრში. ძალიან ბევრს ვიგებთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით ამ თანამშრომლობის შედეგად. ჩემი შვილები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი ახალი ინოვაციური პროექტით Izrune.ge-ით.

მომავალშიც დიდი სიხარულით ჩავერთვებით და ყოველთვის ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“. ყველგან აღვნიშნავ, რომ „ეტალონი“ ერთადერთი პროექტია, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის ცოდნის ამაღლებასა და განვითარებას უწყობს ხელს.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი:

„მიუხედავად იმისა, რომ  Etaloni.ge-ში სულ ორი წელიწადია რაც ჩართულნი ვართ, წლევანდელი ჩვენი თანამშრომლობა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თითქმის ყველა სკოლა, რომელსაც ჰქონდა საშუალება, დაინახა რა საჭიროება „ეტალონთან“ თანამშრომლობისა, უკლებლივ ყველა ჩაერთო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის წვლილი „ეტალონის“ განვითარებაში.

ყველა, ვინც თანამშრომლობს Etaloni.ge-სთან, Izrune.ge-ს სპეციალური პირობებით ისარგებლებს. წლევანდელი წელი არის ძალიან ნაყოფიერი და კარგი.

ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ცოდნა, მზაობა წარმატებისთვის. გოჩა ტყეშელაშვილი და პროექტი „ეტალონი“ არის ის, რაც შეუქცევადად წინ უნდა წავიდეს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო უნდა დავუდგეთ გვერდში.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე:

„რაც არსებობს პროექტი „ეტალონი“, ფაქტობრივად მას შემდეგ არის თერჯოლის მუნიციპალიტეტი მასში ჩართული. ბავშვებს ძალიან უხარიათ. მასწავლებლებიც მონდომებით ეკიდებიან ამ საკითხს, მით უმეტეს დღევანდელ, ცოტა არ იყოს „გამუქებულ“ სიტუაციაში ვთვლით, რომ „ეტალონი“ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც ორგანიზებას უწევს ახალგაზრდებს, მათ ენერგიას, უნარსა და ნიჭს. „ეტალონი“ ახალგაზრდებს თავიანთი ძალებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. შედეგად მოზარდები ჩამოსცილდებიან ქუჩას.

სანამ ეს პროექტი იარსებებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად იქნებიან მასში ჩართულნი.“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია:

Etaloni.ge-ში მუნიციპალიტეტის სკოლების თითქმის 90%-ია ჩართული. პროექტი მოსწავლეებს ტექნოლოგიური სიახლეების შესწავლაში დაეხმარა. სხვადასხვა სკოლის, რაიონის, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ურთიერთობა აღდგა და გამყარდა. ბავშვები ერთმანეთთან ინფორმაციას ცვლიან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. 

მშობლები ძალიან დაინტერესდნენ ახალი ინოვაციური პროექტით, Izrune.ge-ით. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სკოლისა და მშობლის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენთან განათლების ხარისხი ამაღლდა. „ეტალონის“ პროექტებზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც მომავალში „ეტალონი“ წარმოგვიდგენს, რომელიც ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას მოემსახურება, მისასალმებელია და მხარდასაჭერი. “

Etaloni.ge - ს შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ 2018 წელს.  

დიდი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის.   

2018 სასწავლო წელს Etaloni.ge ისევ თქვენ გვერდით იქნება. მოგაწვდით ინფორმაციას ყველაზე აქტუალურ თემებზე ოპერატიულად და რაც მთავარია, ობიექტურად.   

ახალი წლიდან ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი კვლავაც იზრუნებს შემოგთავაზოთ საინტერესო აქტივობები და კონკურსები.  

მუდამ თქვენ გვერდით Etaloni.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება