მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ღონისძიებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
პატარებმა ლამაზი კომპოზიციური ღონისძიება, კლასის ხელმძღვანელის, ნატა ლეკაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის, ნანა ნონიკაშვილის ხელშეწყობით გამართეს.
ბავშვებმა წარმოადგინეს პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის ,,სამოთხის გასაღები - ანბანთქება" და „ოცდაცამეტი ოქროს მტევანი - ანბანთქება“.
„პატარები თითოეულ ასოს და მართლაც, სასოებით, სიყვარულით და სიხარულით შეყვარებულ, საოცარ ჩვენს ენა - ქართულს, დამწერლობას - ქართულს, მარცვალ-მარცვალ მოეფერნენ“- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
ღონისძიება სკოლის ეზოში, რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“