სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში შესწავლილი მასალა შეაჯამეს
11-06-2021
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პრიცესი აქტიურად მიმდინარეობს.  სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 7დ კლასმა ისტორიის გაკვეთილზე მთელი სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალა შეაჯამა.

„ჩვენი სკოლის ისტორიის პედაგოგმა ბელა ხეცურიანმა საინტერესო, შემოქმედებითი და რაც მთავარია ინფორმაციული პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა 7დ (დამრიგებელი მარინე რუსაძე) კლასში ისტორიის გაკვეთილზე თემაზე „ძველი მსოფლიო ქვეყნების ისტორია“. 

გაკვეთილის მიზანი გახლდათ მთელი სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალის საბოლოო შეჯამება. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები და პრეზენტაციები თუ რა ცივილიზაციები შექმნა ძველი მსოფლიოს ქვეყნებმა - ეგვიპტემ, ასურეთმა, შუმერებმა, სპარსეთის იმპერიამ და რომის იმპერიამ; ასევე რა ზეგავლენა მოახდინა ამ ქვეყნებთან ურთიერთობამ უძველესი ქართველური გაერთიანების კოლხეთის, დიაოხისა და მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. 

პროექტ-გაკვეთილზე მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ გუნდებად. თითოეულმა გუნდმა სლაიდებისა და ვიდეორგოლების საშუალებით წარმოადგინეს თითოეული ქვეყნის ისტორია. ამით მათ გამოუმუშავდათ მოძიების, დახარისხების, გაანალიზებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, რასაც წარმატებით გაართვეს თავი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად  შავიზღვისპირეთში გაიმართა  

თბილისის ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია - სააგენტო განმარტებას აკეთებს

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსწავლეები სკოლას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც გაზის მოწოდება აღდგება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - „სპილოს კბილის პასტა“.

მე-5 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე დისკუსია გაიმართა

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება