მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ხატია ხიმშიაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა. ხატია ხიმშიაშვილი გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და საშემსრულებლო დისციპლინით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების შესწავლისას აქტიურად იზიარებდა მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ თანამედროვე სწავლების ფორმებსა და მეთოდებს. განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისადმი. ის სასკოლო ოლიმპიადების აქტიური მონაწილე და პრიზიორია. უყვარს კითხვა. მუდმივად იმაღლებს თავის ინტელექტუალურ დონეს. აქტიურად იყო ჩაბმული სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში. მისი ინიციატივით სკოლაში დაარსებულია სასკოლო კლუბები -„მომავლის თეატრი“, „ნორჩ ეკოლოგთა კლუბი“, „სამოქალაქო განათლების კლუბი“. მისი გუნდის მიერ შემუშავებულმა პროექტებმა გაიმარჯვეს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არაერთ სასკოლო საგრანტო პროექტებში. გამარჯვებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ლიტერატურული მარათონი“. კარგად აქვს განვითარებული შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები. აქტიურად ჩართულია შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა მუშაობაში. მისი ინიციატივით არაერთი პროექტი იქნა განხორციელებული, რომელმაც მოწონება და გაზიარება დაიმსახურა. შეუძლია ურთიერთობები ყველა ასაკის ადამიანებთან. უფროსების მიმართ პატივისმცემელია და ყურადღებიანი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან („მწვანე სექტორი“, „ჰელფინგ ჰენდი“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „SAORSA“, „ახალგაზრდული იდეა“ და სხვ.), რომელთა პროექტების ფარგლებში არაერთხელ იყო გამარჯვებული, მიწვეული კონფერენციებსა თუ საზაფხულო ბანაკებში.
სსიპ-შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა ხატია ხიმშიაშვილს, როგორც აკადემიურად წარმატებულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეს, ულოცავს სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას. უსურვებს ყოფილიყოს ყოველთვის აქტიური მოქალაქე, წარმატებული სტუდენტი, არჩეული საქმის პროფესიონალი სპეციალისტი“, - წერია სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე