მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში კლუბ „ახალგაზრდა მკითხველების“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე - „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“. შეხვედრას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპაძე ხელმძღვანელობდა.
„კლუბის წევრებმა განიხილეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა ამავე სათაურით წარმოდგენილი, ისაუბრეს ავტორისეულ დამოკიდებულებაზე, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს სამშობლო, როგორ შეიძლება ეს გრძნობა გამოხატო ყოველდღიურობაში და ატარო გულით სიცოცხლის მანძილზე. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს მათი თვალით დანახულ საქართველოზე, რა მოსწონთ და რას შეცვლიდნენ მშობლიურ კუთხეში, ქვეყანაში. დასასრულს წარმოადგინეს ტექსები თავიანთი ფიქრებისა და ნააზრევის შესახებ მშობლიურ გარემოსა და მის მნიშვნელობაზე. ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპაძე.
მოწვეულები იყვნენ პედაგოგები: რაისა სამარჯევი და მარეხ მარგველაშვილი, რომლებმაც აქტიურად გამოხატეს თავიანთი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
IV კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს რ.ინანიშვილის მოთხრობა - „კიტრის ქურდი“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე