მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-2 „ბ“ კლასის მოსწავლეებისთვის მასწავლებელმა, ლელა მიქელაძემ შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა ბუნებაში. საგაკვეთილო თემა იყო „ზღვის ცხოველები" და მოსწავლეები ბათუმის აკვარიუმს ეწვივნენ, სადაც მოისმინეს გაკვეთილი, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ზღვის სამყაროს შესახებ და მოინახულეს აკვარიუმის ბინადარი თევზები.
მათი აღფრთოვანება თევზების მრავალფეროვნებამ გამოიწვია, ყველაზე მეტად კი პირანიით დაინტერესდნენ, რომელზეც წინასწარ ნახეს ფილმი, სადაც აღნიშნული თევზის მტაცებელური და საშიში ბუნებაა აღწერილი.
„აკვარიუმის თევზებზე დაკვირვებას გარკვეული შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, „პროგრესი“ ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის შემეცნება-განვითარებაზე“, - ღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე