მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- იწვევს ჩემში გარკვეულ ემოციებს, სკოლიდან მიდიან კურსდამთავრებულები, მათთან განშორება ყოველთვის ძნელია. დანარჩენი მოსწავლეებისთვის იწყება ხალისიანი საზაფხულო არდადეგები, სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია იწყებს მზადებას ახალი სასწავლო წლისათვის.
-- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- მაღალ პროფესიონალიზმს, სწავლისა და სწავლების მაღალ დონეს, ძლიერ პედაგოგიურ კოლექტივს და სწავლების პროცესში ჩართულ მოტივირებულ მოსწავლეებს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- დირექციის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივის ერთგულად გვერდით დგომა, ერთი მიზნისკენ მიმართული საქმიანობა მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიღებისათვის. 2020-2021 სასწავლო წელს რამდენჯერმე მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- რა თქმა უნდა... ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ერთობლივად უნდა იბრძოდეს მომავალი თაობების სწავლა-აღზრდისთვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მაღალი ინტელექტის, პროფესიონალი, ემპათიური, მშვიდი, გაწონასწორებული მასწავლებელი.
- დირექტორის მოტივაციაა...
- მოტივაციას მიმაღლებს მასწავლებელთა სწრაფვა, დირექციასთან ერთად ახალი მეთოდების და პროექტების წარმატებით დანერგვა.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- მასწავლებელთა პროფესიონალიზმი. სკოლის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიური ტექნიკით. სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია. სკოლის კოლეგიალური დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი მეთოდებისა და იდეების დანერგვას სკოლაში, რაც აამაღლებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.