მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის ...
- იწვევს ნოსტალგიას განვლილი აქტიური დღეების, წუთების მიმართ; დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად ნაყოფიერად იმუშავე. პრაქტიკულად, წლის დასრულება ნიშნავს იზრუნო მომავალ სასწავლო წელზე.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს ...
- ერთიან გუნდს, პრაგმატულ მიდგომებს, თითოეული პედაგოგის წარმატებას, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ „ახალი სკოლის“ მოდელს.
- გამორჩეულად მახსენდება...
- სკოლის მყარი და თანდათანობითი აღმასვლა. მოსვლის დღიდან დავისახე მიზნად, რომ დაბა წაღვერის საჯარო სკოლა ადვილად შეემჩნიათ წარმატებულ სკოლათა რუკაზე. ეს განაპირობა სკოლის ჯანსაღმა გარემომ, პროფესიონალთა კიდევ უფრო გააქტიურებამ კარიერული ზრდის კუთხით და ჩემმა უკიდეგანო სურვილმა: ყოველი წარმატება დამენახებინა ფართო საზოგადოებისთვის.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- გახდე უფრო თავდაჯერებული, დარწმუნებული შესაძლებლობებში. ზრუნვისა და თანაგრძნობის გაზიარება ორმხრივ პირობებში ბევრადშედეგიანი და სასურველია.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მასწავლებელი, რომელიც შრომობს, პედაგოგი, რომელიც ცდილობს ბავშვების ინტერესები და საჭიროებები გაითვალისწინოს. მოსწავლისთვის სამაგალითოა ასევე, მშობელი.
- დირექტორის მოტივაციაა...
- ახალი გამოწვევები, ინოვაციურ პროექტებში ჩართულობა, საინტერესო იდეების განხორციელებაში ხელშეწყობა.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- მუდმივი დინება წინ! მეტი მიმღებლობა ახალი და გონივრული წინადადებების, მუდმივი მზადყოფნა, როგორც სამშობლოს მსახური - რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ამ შემთხვევაში განათლების სადარაჯოზეა, მის სწრაფმოქმედ პულსაციას ამოწმებს მაჯაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლა