მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ახლაც,სასწავლო წლის მიწურულს განხორციელდა საინტერესო პროექტი - „ჩვენ გვიყვარს ბუნება“. პროექტის მთავარი მოქმედი გმირები ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები იყვნენ, რომელთა დამრიგებელიც, სოფიო გაჩეჩილაძე გახლავთ, პროექტის ხელმძღვანელი კი - პედაგოგი იულია ჩირგაძე.
პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეები ბევრ საინტერესო ფაქტსა თუ მოვლენას გაეცნენ, მიიღეს საჭირო ინფორმაცია და აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, მოტივაციას ამაღლებს მოზარდებში და ასევე სახალისოს ხდის სწავლის პროცესს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა