მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
თბილისის N102 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
თბილისის N102 საჯარო სკოლაში ლიდერი მასწავლებლების - ნანა ხარაძისა და ია გაბუნიას ხელმძღვანელობით. შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კოლეგებისთვის გაზიარება.
განხილვის თემა იყო: „კომპლექსური დავალების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლისათვის“, შეხვედრას კი ესწრებოდნენ: თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ხიდაშელი, თამარ ფაჯიშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა), მაია ჩიხლაძე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა), შორენა მუშკუდიანი (მათემატიკის კათედრა), ნინო სიხარულიძე (დაწყებითების კათედრა), მარიამ ჩორგოლიანი (ესთეტიკის კათედრა), ნათია კობახიძე, თაკო თეთვაძე (სპეციალური მასწავლებლები).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ