სიახლეები
სიახლეები

ტყუპები ყველაზე წარმატებულია, კირჩხიბს ბევრი სირთულე და გამოცდა ელის - დღეიდან უარყოფითი ტენდენციები იმატებს
14-06-2021
-
+


დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, რაც სიტუაციას დაძაბავს. მაგრამ თუ კონტროლს შეძლებთ უარყოფითი ტენდენციების, კვირა კარგად ჩაივლის. 3 გეომაგნიტური დღეა ამ კვირაში და დღეს და ხვალაც უნდა გაფრთხილდეთ. 

შაბათი ძალიან კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად - გირჩევთ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონებამახვილი, კომუნიკაბელური და კარგ განწყობაზე ხართ. თუმცა შეიძლება სხვათა სამის გარჩევაში, ინტრიგებში ან კონფლიქტებში ჩაერთოთ, რაც ენერგიას გამოგაცლით და უკან დაგწევთ. საკუთარი იდეებისთვის დრო არ დაგრჩებათ. ამასთან, მოულოდნელი ცვლილებების კვირაა და შეიძლება მოგიხდეთ გეგმების უეცრად კორექტირება.

კურო: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, არავითარი ახალი საქმე, პროექტი, ხელშეკრულება, საყიდლები და ბიზნეს გარიგებები არ დაგეგმოთ. წინდახედულად და მშვიდად გაიარეთ ეს კვირა. ინდივიდუალურ მუშაობაზე გადაერთეთ, კონფლიქტების ალბათობა მაღალია.

ტყუპები: ყველაზე დიდი ფავორიტი ხართ ამ კვირის, აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული, მიმზიდველი და შარმიანი ხართ. შესაძლებლობები წარმატების ძალიან მაღალი გაქვთ. ეს თქვენი კვირაა. მაგრამ ხელს გიშლით სულსწრაფობა, უსისტემო მოქმედება და სიჯიუტე, არ იღებთ რჩევებს ახლობლებისგან. 

კირჩხიბი: სიფრთხილე გმართებთ, ბოლო კვირაა, რომელიც თქვენთვის არის კოსმიური გამოცდის და სირთულეების. შემდეგი კვირიდან აღმავლობის ერთთვიანი პერიოდი იწყება, მაგრამ იქამდე კოსმოსი გამოგცდით თავდაჭერაზე, წინდახედულობაზე, მოთმინებაზე. ადვილად იღლებით და ღიზიანდებით, დაისვენეთ. სერიოზული არაფერი დაგეგმოთ და აკონტროლეთ ემოციები.

ლომი: ქარიზმატული, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და კარგი ლიდერი ხართ. პირად ურთიერთობებში შეიძლება კონფლიქტი გქონდეთ. ასევე, ყურადღებით იყავით ხელშეკრულებების დადებისას.

ქალწული: ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, მიეცით თავს დასვენების უფლება. კონფლიქტების ალბათობა მატულობს კოლეგებსა და ხელძღვანელებთან. არავითარი სარისკო მოქმედებები არ დაგეგმოთ. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და აკონტროლეთ პირდაპირობა. დიპლომატია და ტაქტი მოიშველიეთ.

სასწორი: ძალიან აქტიური, კონტაქტური და გონებამახვილი ხართ, იდეების რეალიზებას შეძლებთ. თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ სურვილებთან, ყველაფერი გინდათ ერთდროულად, ამიტომ ეს ცუდად შეიძლება დასრულდეს. ასევე იმატებს დიქტატორული ტენდენცია, შეიძლება ცუდად გამოიყენოთ ძალაუფლება. ღია კონფრონტაციას მოერიდეთ და მოთმინება გამოიჩინეთ.

მორიელი: სტაბილური პერიოდი არ არის თქვენთვის, დაპირისპირების ალბათობაა ახლობლებთან და კოლეგებთან. სარკაზმი, პირდაპირობა, ეჭვიანობა წინა პლანზე წამოიწევს და კამათს გამოიწვევს. ახალი პროექტები არ დაიწყოთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობასაც. შემდეგი კვირა უკეთესი იქნება.

მშვილდოსანი: აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ და განწყობაც კარგი გაქვთ. თუმცა ფარული მტრების გააქტიურება შეინიშნება, ამიტომ კრიტიკის ქარცეცხლში შეიძლება მოექცეთ. სარისკო მოქმედებებს ერიდეთ.

თხის რქა: ყოველდღიურ საქმეებში უნდა ჩაერთოთ, რადგან თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. გრანდიოზული არაფერი დაგეგმოთ, შედეგი კვირისკენ გადაიტანეთ. თქვენი სიჯიუტე და პირდაპირობა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს კოლეგებისთვის, ამიტომ ფრთხილად იყავით ურთიერთობებში.

მერწყული: კარგად გრძნობთ თავს, აქტიური ხართ და კონტაქტებს ადვილად ამყარებთ. იდეებსაც განახორციელებთ. კარგი პერიოდია, მაგრამ უნდობლობა გიჩნდებათ საზოგადოების მიმართ და ამას მიაქციეთ ყურადღება. მეტად ენდეთ ადამიანებს და წარმატებული იქნება კვირა თქვენთვის.

თევზები: ნუ გადაიღლებით, შეიძლება საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებაც მოგიწიოთ. შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ ახლობლებსა და მეგობრებსაც, რის გამოც საკუთარი საქმეებისთვის ვერ მოიცლით. შემდეგი კვირიდან კარგი ტენდენციები გექნებათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება