მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- ერთგვარი ზეიმია, პირველკლასელები ემშვიდობებიან ანბანს, მოსწავლეები ემზადებიან არდადეგებისთვის უამრავი გეგმა აქვთ, მე-12 კლასელების გამოშვება კი ერთგვარი ნოსტალგიითაა სავსე, ერთმანეთს უზიარებენ მოგონებებს, კურიოზებს და ერთად ემზადებიან ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- ძლიერ სახელმწიფოს. სკოლა არა მარტო ცოდნის, ზოგადად პიროვნების საძირკველია, ძლიერი პიროვნებები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს.
- გამორჩეულად მახსენდება...
- სკოლის ყველა კუთხე, ყველა დერეფანი და ყველა ოთახი, ხალხი, რომელიც ავსებდა ამ სივრცეებს, პირველი მეგობრები და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, მასწავლებლები, რომლებიც საოცარი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ყველა მოსწავლის თვალში.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- მოსწავლის პიროვნული ჩამოყალიბებისთვის, სკოლა და ოჯახი ეს ორი უმთავრესი ინსტიტუციაა, რომელიც აყალიბებს პიროვნებას და საჭიროა მათი შეთანხმებული მოქმედება.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- ჩვენ მივეჩვიეთ მოსწავლეებისთვის სამაგალითოდ გამორჩეული მოღვაწეებისა და ცნობილი პიროვნებების დასახვას, თუმცა მოსწავლეები არანაკლებ მაგალითებს იღებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ გარშემო მყოფი პიროვნებებისგან, ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფებისგან. ბავშვები ხედავენ და ამჩნევენ ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებსაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში არასასურველ მოვლენებსაც და ამას ჩვენ ვერ აღვკვეთთ - საჭიროა სწორი მიმართულება მივცეთ მოსწავლის მიერ მათ აღქმას.
- დირექტორის მოტივაციაა...
- პირველ რიგში, თითოეული მოსწავლე, მათი წარმატება თუ წარუმატებლობა მაგალითია დირექტორისთვის და აძლევს მოტივს, უფრო მეტი იმუშაოს მასწავლებლებთან, მათთან ერთად, მეტი დრო დაუთმოს მოსწავლეებსა და მათ პრობლემებს, რათა მომავალში მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ ღირსეულ პიროვნებებად.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- მუდმივად ვიმუშაოთ თვითგანვითარებაზე, მხარი ავუბათ პროგრესს, რათა მომავალ თაობას სწორად ჩამოვუყალიბოთ მორალური პრინციპები და მივცეთ განათლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება