მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
მესტიის მუნიციპალიტეტის, უშგულის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
„საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერა" - პროგრამის ფარგლებში, ქეა-ავსტრიის დაფინანსებით, ზემო სვანეთის 11 სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება უშგულის საჯარო სკოლაშიც.
საერთოდ, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს (JAG), პროგრამა -„იყავი მეწარმე“- მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ახალგაზრდული საწარმოების მეშვეობით, რელევანტური უნარების ინოვაციური მიწოდებით და ახალი დისკურსების გზით.
პროექტი მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის,რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მომზადებას ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად.
7 ივნისს, სკოლას ეწვია „ზემო სვანეთის განვითარების ცენტრის„ დამფუძნებელი და პროექტის განმახორციელებელი სალომე ფურცხვანიძე. ის დაესწრო პროგრამის ერთ-ერთი მოდულის განხორციელებას და მოხიბლული დარჩა უშგულელი მოზარდების თავისუფალი და ლაღი აზროვნების უნარის გამოვლენით.
უშგულის საჯარო სკოლაში სამეწარმეო უნარ-ჩვევების პროექტს ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს - „იყავი მეწარმე“ - ხელმძღვანელობს მაია ხაჭვანი, რომელმაც, პროექტის ფარგლებში, გაიარა გადამზადება სამეწარმეო სწავლებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს