სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლებში მოღვაწე ყველა პედაგოგი გმირია“ - თენგიზ გულორდავა, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021
-
+



განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ, როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- მძიმე სასწავლო წელი იყო. მშობლები შეშინებულები იყვნენ და ნაწილმა მოითხოვა, რომ მათი შვილები გადაგვეყვანა ონლაინ-სწავლებაზე; ამიტომაც სკოლა გადავიყვანე ჰიბრიდულ მოდელზე. სკოლა საფუძვლიანად მოემზადა და გაითვალისწინა მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია. საკლასო ოთახებში დაცული იყო მერხებს შორის დისტანცია. განათლების ინფრასტრუქტურის სააგენტომ მოგვამარაგა სადეზინფექციო ხსნარებით და საშუალებებით. ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ხდებოდა სკოლის შენობების, საკლასო ოთახების და სველი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. სკოლამ კარგად გაართვა თავი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. არ დაფიქსირებულა კოვიდ-19-ის შიდაგავრცელების არც ერთი შემთხვევა მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს შორის. პედაგოგებს უწევდათ გაკვეთილების ჩატარება როგორც საკლასო სივრცეში, ასევე ონლაინ. ყველა პედაგოგმა ღირსეულად გაართვა თავი ამ უდიდეს დატვირთვას. სკოლებში მოღვაწე ყველა პედაგოგი გმირია.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- ელექტრონულმა ჟურნალმა მშობლებს საშუალება მისცა, ყოველდღიური წვდომა ჰქონოდა თავისი შვილის აკადემიურ მოსწრებაზე. ასევე ონლაინ გაკვეთილების დროს მშობლებიც აკვირდებოდნენ შვილების გაკვეთილზე ჩართულობას. სოციალური ქსელების დახმარებით უფრო ხშირი გახდა კომუნიკაცია სკოლასა და კლასის დამრიგებლებთან.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- გამართლებულად მიმაჩნია ასეთი გამოცდის არსებობა. თუ პედაგოგი ვერ დაადასტურებს საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებს, ვთვლი, რომ მისი ადგილი სკოლაში არ არის. თანაც ყველა პედაგოგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე.

ჩემი რჩევა იქნება, არ ინერვიულონ, რადგან ნერვიულობა საქმეს არ წაადგება. მჯერა, გამოცდაზე გასული ყველა პედაგოგი ზღვარს წარმატებით გადალახავს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური ფონი. ამიტომ აბიტურიენტები ირჩევენ არა იმ პროფესიას რაც მათ უნდათ არამედ უფასო ფაკულტეტებს ანიჭებენ უპირატესობას.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- მიმაჩნია, რომ პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მართებულია. რა თარიღიც არ უნდა დაინიშნოს, ყოველთვის იქნება შემდეგ დღეს დაბადებული ბავშვი  და უკმაყოფილო მშობელი. ამის თაობაზე არის ფსიქოლოგების კომპეტენტური დასკვნა. ეს წესი არ უნდა შეიცვალოს და არც გამონაკლისი უნდა იყოს დაშვებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება