მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრება და არდადეგების დაწყება მიულოცეს.
მოსწავლეთა პირველმა მასწავლებელმა ფიქრია ქურდიანმა მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.
„ჩემო პატარებო! მალე გაირბინა თქვენთვის პირველმა სასწავლო წელმა და აი, უკვე მეორეკლასელები ხართ გილოცავთ 1-ლი კლასის დამთავრებას და მე-2 კლასში წარმატებულად გადასვლას, გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური და საამაყო გზით გევლოთ მთელი ცხოვრების ასპარეზზე“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა