მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10-ა, მე-10-ბ და მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ნინო კაჭარავას სახელობის ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა ისტორიაში. გამარჯვება და ფულადი ჯილდო - 100 ლარი მოიპოვა მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდმა „საბჭოთა კავშირი“. პროექტის ხელმძღვანელია ნესტან ვეკუა.
„წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა გამორჩეულად წარმოგვიდგება საგანმანათლებლო სივრცეში, მრავალ პროექტებს შორისაა ნინო კაჭარავას სახელობის ვიქტორინა კონკურსი, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლავთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი, დირექტორის მოადგილე - ნესტან ვეკუა.
კონკურსი გამოირჩევა მასშტაბურობით, რადგანაც მასში მონაწილეობას იღებენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მრავალმხრივი ინტელეექტი, გაუღრმავდეთ ცოდნა, უნარები.
კონკურსი წალენჯიხის N2 სკოლის წარჩინებული გარდაცვლილი მოსწავლის - ნინო კაჭარავას სახელობისაა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა