მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
23 აპრილის წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „შემოქმედის“ (ხელმძღვანელი მზია ბაიდოშვილი) მიერ დაგეგმილი დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. მას ესწრებოდნენ მუზეუმის თანამშრომლები, კლუბის როგორც მოქმედი წევრები, ისე მომავალი თაობა და სკოლის მასწავლებლები.
„XII კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს კლუბის რამდენიმეწლიანი მუშაობა. გაიხსენეს განხილული წიგნები, კიდევ ერთხელ გამოკვეთეს ის საკვანძო საკითხები, რომლებიც ამა თუ იმ ნაწარმოებში იყო გაშუქებული. აქედან გამომდინარე, მსჯელობა მრავალფეროვნად წარიმართა. ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: ძალადობა, ჰუმანიზმი, ქორწინება სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის, წიგნის კითხვის აუცილებლობა, ინდივიდუალიზმი, ომის საშინელებები, ცრურწმენები და სხვა.
ღონისძიების დასასრულს, მომავალი თაობა გამოემშვიდობა კლუბის უკვე ყოფილ წევრებს. მიულოცეს სკოლის წარმატებით დამთავრება და მადლობა გადაუხადეს მათ გაწეული შრომისათვის.
XII კლასის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თინა ნაზრიშვილმა და სკოლის დირექციამ წარმატებულ სკოლადამთავრებულებს საჩუქრად გადასცეს წიგნები და გზა დაულოცეს.
მკითხველთა კლუბის სახელით მადლობას ვუხდით წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით გაწეული შრომისთვის ყვარლის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებს: თეკლა ჭუნიაშვილი, მარიამ ავაზაშვილი, ანა ირემაშვილი, სოფო მამულაშვილი, ანა კოკორაშვილი, თიკა მაზანაშვილი, მარიამ იორდანიშვილი, ლონდა კობიაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, გუგა ტატურაშვილი, სანდრო ათოშვილი, თამუნა ქორთიევი, ხატია ციხელაშვილი, მარიამ ყრუაშვილი, თამარ სეფაშვილი, მარიამ ბარხუდარაშვილი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა