სიახლეები
სიახლეები

ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ითანამშრომლებს
14-06-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის, ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა მოაწერეს. 

ახლად გაფორმებული მემორანდუმი ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა ასპექტით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის ხელშეწყობას, ციფრული სასწავლო რესურსებისა და პლატფორმების განვითარებას, მშობლების, მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის  მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების პროგრამის მხარდაჭერას. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის ერთობლივ პროგრამებსაც განახორციელებენ. 

ფონდის შესახებ: 

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2 მილიონ ლარს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება