სიახლეები
სიახლეები

ჰიბრიდული 2020-2021 სასწავლო წელი - საჯარო სკოლებში სწავლა დღეს სრულდება
15-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდა. მიმდინარე წელი ჰიბრიდული გამოდგა, სწავლა ხან საკლასო ოთახებში, ხან კი დისტანციურად მიმდინარეობდა. 

სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იყო 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი უფრო ადრე დასრულდა. პირველკლასელები სკოლას 27 მაისს, ხოლო მეთორმეტეკლასელები კი 20 მაისს დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეები სკოლას სექტემბერში დაუბრუნდებიან, მასწავლებლები კი სამსახურში 5 ივლისამდე გამოცხადდებიან. 

ამ პერიოდში მასწავლებლები ჟურნალების წარმოებაში არიან ჩართულნი და მოსწავლეების საბოლოო ნიშნებს წერენ, რაც საკმაოდ შრომატევადია და დროს მოითხოვს.

„ეტალონი“ გილოცავთ სწავლის დასრულებას, ბედნიერი არდადეგებს და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება