მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საახალწლო ოცნება“
ძალიან მინდოდა თქვენთვის ახალი წელი ტრაფარეტული სიტყვებით არ მომელოცა. ამიტომ გადავწყვიტე ერთი პატარა ისტორია მომეთხრო, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. მოსწავლეებს ვთხოვე ტექსტურ რედაქტორში თავიანთი საახალწლო სურვილები დაეწერათ და ლამაზი დიზაინით გაეფორმებინათ. 133 ბავშვიდან 132 -მა მხოლოდ ის დაწერა რასაც თავად ისურვებდა-- კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ველოსიპედი და ა.შ. ეს არც გამკვირვებია ჩვენ ბავშვებს ხომ ძალიან ბევრი რამ აკლიათ.მხოლოდ ერთის ოცნება იყო ისეთი ლამაზი, რომ გავოგნდი და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩხირა, ეს ათი წლის ვაჩე ნაკაიძის ოცნებაა.
„ჩემი ოცნება თოვლივით თეთრია, ოღონდ ცივი არა. ახალი წლის ღამეს ხარ-ურემს ათასი ნუგბარით სავსე ხურჯინით დავტვირთავდი , ანთებულ სანთლებს რქებზე დავუმაგრებდი, რათა ჩემი სოფლის ორღობეები გაანათონ. ჩემს ძმებს გვერდით შემოვისვამდი, ვიცი რატის ძალიან გაუხარდებოდა, ის ხომ ძალიან კეთილია. ჩემი სოფლის ყველა პატარას ტკბილეულით და ათასი ნუგბარით გავახარებდი და იმ ცივ ღამეს სულ არ შემცივდებოდა.“
ამ ჩანაწერმა ,,დათა თუთაშხიას“ შესავალი გამახსენა „და იქმნა სიკეთე უნარად რგებისა თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად.„ სწორედ ეს „უნარი რგებისა თავისა“133 ბავშვიდან მხოლოდ ერთს გაუჩნდა ..... ცოტაა , ძალიან ცოტა . ყველა ჩვენთაგანი რომ ფიქრობდეს სხვის გასაჭირზე, სხვის ტკივილზე , თანაგრძნობაზე, თანადგომაზე, სიკეთეზე ჩვენი შვილებიც იფიქრებდნენ ჩვენსავით და მაშინ არავინ მოკლავდა ილია ჭავჭავაძეს, გურამ შარაძეს, არავინ მიუსჯიდა მშიერ მოზარდს საჭმლის ქურდობისთვის სამწლიან ციხეს, არც ამდენი ბოროტება იქნებოდა ჩვენს თავს და ჩვენს დამძიმებულ სულსაც მალამოსავით არგებდა.
ჰოდა, ამ ახალ წელს ყველას გისურვებთ ჩვენს ამპარტავნებით დანიშნულ გონებას ნათელი მოჰფენოდეს, რათა სხვისი თანადგომა, თანაგრძნობა, სიკეთის გაცემა შეგვეძლოს და არასოდეს დაგვეკარგოს ის ნაღდი ქართული სული, რომელიც მადლობა ღმერთს ამ პატარა ბიჭს მაინც მომადლა უფალმა. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!
სიკეთით სავსე შობა-ახალ წელს გისურვებთ ჩემო მეგობრებო!!!
პატივისცემით
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ რუსია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?