მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის N1 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელ ნათელა ღვალაძეს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი პედაგოგისთვის.
„გილოცავთ, დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრებას საყვარელო მოსწავლეებო! გისურვებთ, ბედნიერ, საინტერესო და შემეცნებით წლებს მომავალში!“ - მიმართა მასწავლებელმა ბავშვებს.
პატარებმა წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სკოლას ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„შემოდგომაზე ია ვერ ვნახე,
რომ მომერთმია ცოდნის საწყისო,
შენ შემაყვარე ქართული ენა,
ჩემი ბავშვობის ოქროს საწმისო.
მომირთმევია მადლობა ლექსად,
რაც რომ მშობლების ნაფიქრებია,
მასწავლებელო ცოდნის დარაჯო
ბავშვები შენი ყვავილებია,
სულ მეხსომება პირველი კლასი
და სკოლა ჩემი სასწავლებელი,
ცოდნის სამყაროს კარის გამხსნელი
ჩემი პირველი მასწავლებელი“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები