სიახლეები
სამასწავლებლო

„ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ რა როლი უნდა დაეკისროს სკოლას მოსწავლეთა პროფესიული არჩევანის გაკეთებისას“ - თბილისის N202 სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ საბაური საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ რომელსაც მოსწავლეები პროფესიის არჩევის ან მისი შეცვლის დროს აწყდებიან. 

კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს? -  დირექტორი აღნიშნავს, რომ საკითხი ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას.

„გულწრფელად მიხარია, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცა. მოდით, მივუდგეთ საკითხს უფრო გლობალურად და ჯერ დავსვათ შეკითხვა: რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა პროფესიული არჩევანი სწორად გააკეთონ? რას ვთავაზობთ მოსწავლეებს პროფორიენტაციული კუთხით სკოლებში? რამდენად ვეხმარებით მათ პროფესიული ინტერესების თვითგამორკვევასა და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაში? როგორ უნდა გააკეთონ მათ პროფესიული არჩევანი, როცა მთელ რიგ პროფესიებს არც იცნობენ, არ მოუსინჯავთ საკუთარი უნარები ამ პროფესიებში, არ იციან, რა ძალისხმევას მოსთხოვს ესა თუ ის საქმიანობა და მხოლოდ მშობლების, უფროსი მეგობრების და მათ მიკროსოციუმში მყოფი ახლობლების რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან?

საკითხი ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას, რადგან მოსწავლეების მიერ არასწორად გაკეთებული პროფესიული არჩევანი, უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე უსასრულოდ გაწელილ მობილობასთან, სახელმწიფოს თუ მშობლების ბიუჯეტის თანხის „უმისამართოდ“ გადახდასთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ კი ქვეყანა კარგავს დროს, დროსთან ერთად კი - კადრს, რომლის პროფესიონალიზმსაც ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა!

ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა როლი უნდა დაეკისროს სკოლას მოსწავლეთა პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში. იქამდე, კი სანამ პროფ ორიენტაციის გაკვეთილები მეცხრე კლასში, წელიწადში 8 გაკვეთილით და მეთერთმეტე კლასში, მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 4 გაკვეთილით შემოიფარგლება და ისიც მხოლოდ ფაკულტეტური სახით, ამ საკითხზე პასუხის გაცემა პროფესიუნალურ დონეზე შეუძლებლად მიმაჩნია“, - აღნიშნავს, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ საბაური.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება