მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
თბილისის N83 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
თბილისის N83 საჯარო სკოლაში გაიმართა გერმანული ენის დიპლომების- DSD 1-ის გადაცემის საზეიმო ცერემონია. „ჩვენი სკოლა ZFA-ს პროგრამაში ჩართულია 2015 წლიდან. მოსწავლეებს დიპლომები გადასცეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა ბარბარა დე ჩაშელმა და ZFA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ანგელა შმიდტმა. ღონისძიებას კი ესწრებოდა ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის სპეციალისტი მაია შალიკაშვილი.
პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეების გრძელვადიან წარმატებას, მათ ინტეგრირებას ევროპული განათლების სივრცეში. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. მადლობა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია თბილისის N83 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები