სიახლეები
სკოლები

გაიცანით, პატარა ვარსკვლავები გულგულის საჯარო სკოლიდან
15-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თელავის მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

აკაკი ხორავას სახელობის თეატრში გამართულ კონცერტზე - „იპოვე ვარსკვლავი შენი", გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ მამნიაშვილმა, ანუკი კაჭკაჭაშვილმა, ლიკა წულუკიძემ, სალომე აბრამიშვილმა და ზურა კობიაშვილმა, ქალბატონ მაია შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღეს მონაწილეობა და მოიპოვეს გრან-პრი.

გულგულის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მაია შალიკაშვილს იმ ძალისხმევის, დაუღალავი შრომის, სიყვარულის, ენთუზიაზმის, გმირობისა და შეუდარებელი პროფესიონალიზმისთვის, რასაც მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენისა და აღიარებისათვის არ იშურებს. მასწავლებლის წარმატების შედეგი წარმატებული მოსწავლეებია. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს, აღმოაჩინონ და იპოვონ ვარსკვლავები“, - აღნიშნულია გულგულის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება