სიახლეები
სკოლები

გავაზის საჯარო სკოლაში ხალხური შემოქმედების საღამო გაიმართა
15-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

სასწავლო წლის მიწურულს, გავაზის საჯარო სკოლის II „ბ“ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ხალხური შემოქმედების საღამო. სადაც წარმოადგინეს ხალხური ლექსები, ზღაპრები, სიმღერები და გამოიყენეს შესაბამისი ტრადიციული სამოსი.

„ღონისძიებას ფონად ჰქონდა „სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი“, რომელმაც უფრო გაალამაზა ღონისძიება. მადლობა  II „ბ“ კლასის დამრიგებელს - დალი რევაზიშვილს, მუსიკის მასწავლებელს - სოფო ბეგაშვილსა და თითოეულ მშობელს“, - აღნიშნულია გავაზის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება