მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დედამიწის მცველები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ბიოტექნო“ წევრები ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, თვეების მიხედვით აქტივობები სრულდება, თანამშრომლობითი ონლაინ ჩართვები ეწყობა, მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და აქტივობებს eTwinning პორტალზე აზიარებენ.
ამჯერად, კლუბი „ბიოტექნო“ ჩაერთო კონფერენციაში, რომელსაც უხელმძღვანელა ხაშურის 7 სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ოცნება“ პედაგოგმა ანა ტაბატაძემ. კონფერენციაში პროექტში ჩართული სხვადასხვა სკოლები მონაწილეობდნენ.
„ჩვენმა სკოლამ კონფერენციაზე წარადგინა ოთხი პრეზენტაცია: „გადამფრენი ფრინველები“, „წყალქვეშა რესურსები“, „კლიმატის ცვლილება“ და „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. პრეზენტატორები არიან: მარიამ წიქარიშვილი, ანამარია ჭაბაშვილი და მარიამ ხანდოლიშვილი, ზურა კიკილაშვილი, ლევან ტუხაშვილი, ნინო ქუფარაშვილი, თათია ასაბაშვილი, ლანა ყარალაშვილი, ამირან მაჭარაშვილი, ნათია კაკიაშვილი, ლუკა ყოჩიაშვილი, გიორგი ცერცვაძე და ხატია ხანდოლიშვილი.
კონფერენციაზე ძალიან საინტერესო გამომსვლელები იყვნენ და წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მოწვეული სტუმრების მოწონებაც დაიმსახურეს. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანას საინტერესო კონფერენციაზე მიწვევისთვის.
ორგანიზატორებმა მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატებიც გადასცეს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პრეზენტაცია თემაზე: გადამფრენი ფრინველები იხილეთ ბმულზე20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ