მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ზაფხულში მასწავლებლები, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრან, რათა სწავლა უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს.
ამ განცხადებამ კი მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა - ზაფხულში მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო ხდება? - აღნიშნული საკითხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ etaloni.ge-სთან დააზუსტა და აღნიშნა, რომ იძულება არ იქნება, თუმცა კერძო სასწავლებლებს შეეძლებათ, კონტრაქტში ჩაწერონ მოთხოვნა აცრის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„ზაფხული სწორედ იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა გახდეს უსაფრთხო და მასწავლებლები იყვნენ აცრილები. ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ, კონტრაქტებში ეს გაითვალისწინონ. ალბათ იცით, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს აცრის გარეშე არ იღებენ და ეს ნორმალური პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში“.
პაატა იმნაძემ ისიც აღნიშნა, რომ პედაგოგებში აცრის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: „პედაგოგების საკმაოდ დიდი ჯგუფია უკვე აცრილი“.
იხილეთ ასევე:
სექტემბერში მასწავლებელი სკოლაში ორჯერადად აცრილი უნდა მივიდეს - ამირან გამყრელიძე შეღავათის დაწესებაზე საუბრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე