მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში განახლდა და ინტელექტუალურ კონკურსში, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს, ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე კი „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს“ - ასე დაიწყო „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი 2021 და მიუხედავად სახეცვლილი ფორმატისა, მონაწილეობის სურვილი უამრავმა მოსწავლემ გამოთქვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ანა ფუტკარაძე გახდა, ქობულეთის N3 საჯარო სკოლიდან, რომელმაც კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ ამ ტიტულს ნამდვილად არ ელოდა და უზომოდ ბედნიერია გამარჯვებით:
„იცით, არ ველოდი ასეთ შედეგს, რადგან ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში ძალიან ძლიერი ბავშვები მონაწილეობდნენ. ზოგადად „ეტალონი“ კარგი პროექტია მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის და რაც მთავარია, გვაქვს საშუალება, საკუთრი ცოდნა შევამოწმოთ“.
ნანა მენაბდემ, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც „ეტალონს“ დაუმეგობრდა და მას შემდეგ ჩვენს სკოლაში მუდმივად ტარდება შიდასასკოლო ჩემპიონატები; მოხარული ვარ, რომ ინტელექტუალურ კონკურსებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამ მხრივ „ეტალონი„ საუკეთესოა; სწორედ აქედან გამომდინარე, არ იყო ჩვენი სკოლის წარმატება გასაკვირი და რა თქმა უნდა, ამაყი ვარ ჩვენი მოსწავლის შედეგით. მადლობა „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ მუდმივად ხართ ბავშვების განათლების სადარაჯოზე და აფერადებთ ჩვენი მომავალი თაობების ცხოვრებას“.
„ეტალონის“ დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, სულხან ნიჟარაძემაც შეაფასა:
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, პროექტებს, როლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ყოველთვის დაუჭერს მხარს და რა თქმა უნდა, „ეტალონი“ ამ მხრივ პირველია. ესაა პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მართალია, ტრადიციული ფორმით ჩატარებული ინტელექტ-ჩემპიონატის ემოციას ვერაფერი შეედრება, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები მზად არიან ახალ-ახალი გამოწვევებისთვის და „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში შესანიშნავ შედეგებზე გავიდნენ“.
მადონა გოგიტიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, წელს ჩემპიონატი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა, ბავშვებს არ გასჭირვებიათ მონაწილეობა, რადგან ტექნოლოგიებს შესანიშნავად ფლობენ:
„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და დისტანციურ ფორმატს ჩვენი მოსწავლეები მომზადებულები შეხვდნენ. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს საოცარი თვისება აქვს - ყველა მოსწავლეს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, საკუთრი ცოდნით მიაღწიოს წარმატებას და იმედია, მალე ეს პროექტი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება საქართველოს მასშტაბით“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობა და ისიც გაგვიმხილა, რომ გეგმავს, „ეტალონ მოსწავლეს“, ანა ფუტკარაძეს საჩუქარი გადასცეს:
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, „ეტალონთან“ წლებია მეგობრობს და სხვაგვარად შეუძლებელია. თუკი რაიმე სასარგებლო არსებობს ზოგადი განათლების კუთხით, „ეტალონი“ პირველია, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, მუდმივი სწრაფვა გამარჯვებისკენ, მეგობრული ატმოსფერო...
მართალია, ამჯერად, შექმნილმა ვითარებამ ჩემპიონატის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება განაპირობა, თუმცა თამამად ვიტყვი - ამას გავლენა არ მოუხდენია მოსწავლეების მოტივაციაზე - დიდი იყო დაინტერესება და ვაპირებთ, გამარჯვებული მოსწავლის დაჯილდოებას. გვინდა, ეს ღონისძიება ტურისტული სეზონის გახსნას დავამთხვიოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით წარიმართება და ქობულეთის „ეტალონ მოსწავლეს“ საჯაროდ გადავცემთ საჩუქარს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე