მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლი წელი მიიწურა და მოსწავლეებს წიგნების ჩაბარება უწევთ, თუმცა საინტერესო ისაა, რა რეგულაციების დაცვით ხდება ეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
როგორც გავარკვიეთ, სხვადასხვა კლასების მოსწავლეები, წიგნებს წინასწარ შედგენილი გრაფიკით მიიტანენ და ამ შემთხვევაშიც მშობლები არ დაიშვებიან, თუმცა მათი მისვლა მაინც საჭირო იქნება, რადგან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი უნდა მოაწერონ.
უცვლელი პირობაა, სახელმძღვანელოები იყოს სრულად, თვლით, ისევე, როგორც წლის დასაწყისში გადაეცათ და თუ რომელიმე წიგნი დააკლდება სრულ კომპლექტს, მშობელს მიუწევს მისი შეძენა.
სხვათა შორის, ეს ახალი ამბავი არ არის, სამაგიეროდ, როგორც Etaloni.ge-ს უთხრეს, სიახლეა ის, რომ განათლების სამინისტრო, სკოლებს უკრძალავს, მშობლებს წიგნების ყიდვა არ დაავალდებულონ, მაგრამ მაშინ, კლასების დამრიგებლებს, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი სახელმძღვანელოების სრულ რაოდენობაზე, საკუთარი ხარჯით მოუწევთ დანაკარგის შევსება.
საეჭვოა, რომელიმე მშობელმა უარი თქვას დაკარგული წიგნის მიტანაზე, თუმცა თუ ასე მოხდება, მაშინ რა გამოდის - მასწავლებლებს მოუწევთ ნაკლული კომპლექტის შევსება?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა