მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
„ჯიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლო დღეც ხალისიანი და საინტერესო აღმოჩნდა. ამჯერად, მუსიკის პედაგოგმა, თეა ჯაფოშვილმა განსხვავებული ფორმატის აქტივობა შემოგვთავაზა.
„მელომანი“ - ასე ერქვა დღევანდელ ღონისძიებას და მასში VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა გუნდი სამი მოთამაშის შემადგენლობით. ღონისძიება ოთხ ტურად გაიმართა: 1. გუნდების შეჯიბრი; 2. კლასის ხელმძღვანელთა შეჯიბრი; 3. გუნდების გულშემატკივართა შეჯიბრი (მონაწილეობდნენ პედაგოგები უცხოური ენების კათედრიდან) 4. კაპიტნების შეჯიბრი; მუსიკალური პაექრობის შედეგები ყოველ ჯერზე იცვლებოდა, ამიტომ კონკურსი დაძაბულად მიმდინარეობდა და ოდნავადაც არ შენელებულა მუხტი.
დასასრულ, გამარჯვება მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. მადლობას ვუხდით ღონისძიების ინიციატორსა და ორგანიზატორს, თეა ჯაფოშვილს, თითოეულ მონაწილეს, როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს და აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომელთაც ქორეოგრაფიული ნომრებით გაალამაზეს დღევანდელი საღამო!
ღონისძიების ბოლო აკორდი აღმოჩნდა სიურპრიზი, რომელიც მე-9 კლასის მოსწავლეებმა ერთ-ერთ მონაწილეს, იუბილარ საბა შანყულაშვილს მოუწყეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო