მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ჰობია“ - ამ დევიზით 14 ივნისს, მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო სპორტული მარათონი ჩატარდა.
მარათონში სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. შემოსული თანხა კვირიკე-კარლი ჯაფარიძის ანგარიშზე ჩაირიცხა.
სპორტული მარათონის ორგანიზატორი ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე - ნაზიბროლა გულბანი იყო.
„მარათონის უპირველესი მიზანი ქველმოქმედება იყო. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდებში არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სიყვარული, თანადგომა და ურთიერთპატივისცემა“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში