მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- 2020-2021 სასწავლო წელი პანდემიის გამო დისტანციური სწავლების ახალი გამოწვევა იყო და არსებული პრობლემების გამომზეურება. როგორც ყველგან, ჩვენს რეგიონშიც იყო ტექნოლოგიური პრობლემები, ინტერნეტის ხარვეზი. ურთიერთობისათვის ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად, რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
- დისტანციურმა სწავლებამ მშობელთა ჩართულობა გაზარდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, დაახლოვდა მშობელი და მასწავლებელი.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- მასწავლებელმა საკუთარი საგანი უნდა ჩააბაროს. პროფესიული უნარებიც უნდა დაადასტუროს სიტუაციურ ამოცანებზე მუშაობით. ნაკლებად ბიუროკრატიული მოთხოვნები თუ იქნება, აჯობებს. ამდენი ატვირთე-ჩამოტვირთე არ მიმაჩნია, საქმეს წაადგეს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად, რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- პროფესიის არჩევანი გამრავალფეროვნებულია და მოსწავლე უკვე თვითონ ირჩევს, რა სურს მომავალში, რომ აკეთოს.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- თუ ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარებულია და მშობელს სურს ,რომ სკოლაში შეიყვანოს ,სპეციალურმა კომისიამ უნდა შეაფასოს ბავშვის მზაობა სასწავლო პროცესისადმი და ჩაირიცხოს გამონაკლისის სახით ვისაც წლის ბოლომდე უსრულდება 6 წელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო