მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N200 სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეწვია და სასკოლო საზოგადოებას 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში გაწიეს.
სასწავლო წლის დასრულება სკოლის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა – გამოიფინა ბავშვების ნამუშევრები და სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. სკოლას წელს 5 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც საბაზო საფეხური დაასრულეს. ერთ-ერთი მოსწავლე სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში გეგმავს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო.
მინისტრის თქმით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N200 სკოლაში ამჟამად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 63 მოსწავლე სწავლობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...