მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.
სიმღერებით ცეკვებით ლექსებით, ფერადი წარწერებთ აღინიშნა ეს დღე, რომელსაც სასიამოვნო ემოციებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება. ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს სიურპრიზები მოუწყო საჩუქრის სახით სკოლის პედაგოგებმა და სკოლის ხელმძღვანელმა. ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილმა მათ გადასცა საჩუქრად წიგნები, ქართლოს ქარჩხაძემ ულამაზესი სუვერინები უსახსოვრა, დამრიგებელმა მანანა ვაშაყმაძემ კი სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა გოგონები.
ზედა გორას სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი ფერადი დღე მიემატა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, სკოლის დირექტორმა დამარიგებელმა და მათ წარმატებები უსურვეს.
„ჩემო საყვარელო მეცხრეკლასელებო... კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, რომელის დღის შემდეგაც ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს, თანაკლასელებს, რომლებთანაც უამრავი საინტერესო მოგონება გაკავშირებთ.თქვენი თაობა სირთულეების გამკლავებით გამოირჩევა და ზუსტად ვიცი ,რომ ახალი ეტაპის ასეთ დასაწყისსაც კი მარტივად გართმევთ თავს.ამ გამოწვევასაც წარმატებით გაუმკლავდებით მჯერა. თითოეული თქვენთაგანი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. სკოლის კედლებში მიღებულ ცოდნას, ვიცი სწორად გამოიყენებთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინაა ძლიერი როცა ის განათლებულია.
ახლა კი მინდა გისურვოთ, წარმატებები, წინსვლა, საინტერესო ცხოვრების გზა და უსაზღვრო ბედნიერება. ძალიან მიყვარხართ ყველანი, მომენატრებით და არ დამავიწყდებით. მიგულეთ, მუდამ თქვენს გვერდით მე - ირინა ბიბიჩაძე“, - აღნიშნა პეადგოგმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო