სიახლეები
პიროვნება

„მოტივიციას მიმაღლებს სწავლა, სწავლების მუდმივად განახლებადი პროცესები“ - მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი
16-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი ბლიც-ინტერვიუში:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- იწვევს გარკვეულ ემოციებს, სკოლიდან მიდიან კურსდამთავრებულები, მათთან განშორება ყოველთვის ძნელია, დანარჩენი მოსწავლეებისთვის იწყება ხალიასიანი საზაფხულო არდადეგები.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- მაღალ პროფესიონალიზმს, სწავლისა  და სწავლების მაღალ დონეს, ძლიერ პედაგოგიურ კოლექტივს და სწავლების პროცესში ჩართულ მოტივირებულ მოსწავლეებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- ერთ გუნდად შეკრული პედაგოგიური კოლექტივის ერთგულად გვერდით დგომა, 2020-2021 სასწავლო წელს რამდენჯერმე მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- რა თქმა უნდა, ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ერთობლივად უნდა იბრძოდეს მომავალი თაობების სწავლა-აღზრდისთვის.  

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მაღალი ინტელექტის, პროფესიონალი, ემპათიური, მშვიდი, გაწონასწორებული მასწავლებელი და წარმატებული პიროვნება.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მოტივიციას მიმაღლებს სწავლა, სწავლების მუდმივად განახლებადი პროცესები, მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებები, დირექციასთან ერთად ახალი მეთოდებისა და პროექტების წარმატებით დანერგვა.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მუდმივად ზრუნვა, სიახლეების ძებნა და სწორად გამოყენება, მიმღეობა და გაცემა თანაზომიერად.  სკოლის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება