სიახლეები
სკოლები

​„ფუძის მერცხალი“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ნინო დოხტურიშვილის ​ემოციური ნოველა
16-06-2021
-
+


გთავაზობთ, ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ნოველას - „ფუძის მერცხალი“.

- შენ რომ იცოდე, ფიქრი რამხელა ვარამია შვილო, ქვეყნად საფიქრალს აღარ გაიჩენდი.

- რატომ ბებო?

- ათვლის წერტილიდან მიუყვები ნაკვალევს, დრო როდესაც ბავშვივით გულხელდაკრეფილი  მიდიხარ ცხოვრების სამრეკლოზე, ტაატით ეგებები ყოველგვარ დაბრკოლებას. მერე წლები გემატება და შენს ტკივილს თავად უმკლავდები, დიდი ტანჯვითა და წუხილით ხვდები განსაცდელს. ფიქრობ იმაზე თუ რა მოხდება ერთი დღის ,ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ. ამასობაში საკუთარი ფიქრების მონადირე ხარ. დაბურულ ტყეში  მეძებარივით ნადავლს დაეძებ და ღმერთმა იცის საით გადაგჩეხავს დაუოკებელი სულსწრაფვა... ასე სამოთხეში ვერ მოხდები ბებო, მარადიულ ცხოვრებას უნდა ესწრაფვოდე ,ესაა ადამიანური  ცხოვრების, დაუწერელი კანონი!

- საით ბებო?

- მარადისობისკენ, იქ სადაც გაზაფხულია და მზის გულივით გამთბარი  ცხოვრება ,შურისა და ბოროტების გარეშე. ადამიანი  ასეთი ყოფის პირდაპირი მტერია,  ცოცხლად განუტევებს უკვდავ  სულს და   სიბილწეში ჰპოვებს მცდარ ბედნიერებას....

- მაშინ ბედნიერება რა არის ბებო?

- შეხედე სახლს, ჭერქვეშ პატარა შელამაზებულ-შეკოწიწებული  მერცხლის ბუდე ამშვენებს, რომელიც უდრტვინელი ბედნიერების სიმბოლოა. ერთი ციდა ფრინველს თავისი შემობრძანებით, მთელი წელი იმედი მოაქვს. მისი გალობა უფლის დიდებასავით ჩაგესმის გონებაში. სამწუხაროდ ადამიანი ამ თვისებას მოკლებულია,მისთვის ნუგეში და თანადგომა გადაჭარბებული ცნებაა....საკუთარ ფიქრებთან დარჩენილი აანალიზებ  რომ, შენს ირგვლივ დიდი სარტყელია შემოვლებული, რომელიც ერთიანად იზიდავს დარდსა და ვარამს.გახსოვდეს, გათვიცნობიერებულ ბოროტებას, გაუაზრებელი სიკეთე სჯობია....

- მერცხალი თუ გაფრინდა ბებო?

- ეგ ცუდის მომასწავლებელია შვილო, მაგის მერე სევდა ისადგურებს ფუძეკარში, ტრადიციულად ეული ერკინები ავის მომასწავლებელ წინათგრძნობას.. გულწრფელად ვისურვებდი, რომ მერცხლები არასოდეს გაფრენილიყვნენ ჩვენი სახლ-კარიდან...

- მაგრამ ბებო.... ბავშვს ხმა აუკანკალდა და შიშით შეხედა საყვარელ მოხუცს... მერცხლები რომ უკვე გაფრინდნენ?

- მერე რა ბებო, აი მერცხლებს გავყვები მეც უხილავი ფრთებით და ყოველ გაზაფხულს გესტუმრები. ცის კაბადონს შეავლე ხოლმე თვალი, ფუძის მერცხალს რომ დაინახავ, ჩათვალე ბებო ეწვია მონატრებულ კერას... გაუფრთხილდი ჩემს ხსოვნას და სიყვარულს... ზიანი არ მიაყენო ფრინველს... შენც უნდა შესძლო მერცხალივით სიკეთის და სიხარულის მოტანა .

- კარგი ბებო, ყოველ გაზაფხულს დაგელოდები, შენს ბუდეში. ცრემლებმა ნიაღვარივით იფეთქა, მოხუცის გაყინულ ხელებზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცი

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება