სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სწორი გზის მაჩვენებელია ახალგაზრდა თაობებისთვის“ - ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა
16-06-2021
-
+


სრული სვლით წარმატებისკენ - „ეტალონის“ 2021 წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებსაც საშუალება აქვთ, საკუთარი ცოდნა თუ შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის ეტალონი-მოსწავლე გახდა საბა ავალიანი იფარის საჯარო სკოლიდან, რომლის სოფელშიც ინტერნეტ-კავშირის პრობლემაა, თუმცა ამის მიუხედავად, საბამ ყველაფერი გააკეთა, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, წარმატებით ჩართულიყო და რაც მთავარია მესტიის მუნიციპალიტეტის, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული, ღირსეულ ინტელექტუალურ ჭიდილში, ასევე ღირსეულად მოეპოვებინა.

იფარის საჯარო სკოლის დირექტორმა, ციცინო ფანგანმა გვიამბო, რომ საბა ძალიან კარგი მოსწავლეა, ნიჭიერი და ეს „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა:

„როცა მოინდომებს, ასეთი საოცარ შედეგებზე შეუძლია გავიდეს... ძალიან კარგი ბავშვია, იფარის საჯარო სკოლა ამაყობს საბას წარმატებით. მე კი, როგორც სკოლის დირექტორს, „ეტალონის“ მიმართ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბავშვების განათლებაზე ხართ ორიენტირებულები და მუდმივად ვგრძნობთ თქვენს ყურადღებასა და თანადგომას“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მაია ნაკანმა კი ყურადღება გაამახვილა მომავალი თაობის აქტიურ ჩართულობაზე არაფორმალური განათლების პროექტებში:

„ზოგადად, „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მნიშვნელოვანი პროექტია; ჩვენ ძალიან აქტიური ახალგაზრდა თაობა გვყავს და დიდი მონდომებით არიან ჩართულები არაფორმალური განათლების ამ პროექტში, რომლსაც მე, პირადად, ძალიან დადებითად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ წელს, პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ჩემპიონატი, მოსწავლეების ჩართულობამ და მათმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა, მადლობა ვუთხრა „ეტალონის“ გუნდს და პატივისცემა გამოვხატო ასეთ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული კონკურსისთვის; გამარჯვებულს ვულოცავ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს, თუმცა მიმაჩნია, რომ პროექტის თითოეული მონაწილე გამარჯვებულია“.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა დარეჯან ნიგურიანმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა:

„არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ და არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ შეუძლებელს აკეთებთ, გვაბედნიერებთ თქვენი პროექტებით, გვიხალისებთ ყოველდღიურობას, მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას, ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო პროექტებში, გამოავლინონ საკუთრი ცოდნა, შესაძლებლობები და იყვნენ ბედნიერები“.

მესიის მუნიციპალიტეტის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა კი აღნიშნა, რომ ისურვებდა, „ეტალონის“ პროეექტებმა ბევრად მასშტაბური სახე მიიღოს:

„ეტალონი“ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი თაობის განვითარებას, სწავლის მოტივაციას უმაღლებს და რაც მთავარია, სწორ გზაზე აყენებს მათ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ბევრად მასშტაბური უნდა გახდეს, რათა ბავშვებმა მეტად შეძლონ განვითარება. პირადად, მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სწორი გზის მაჩვენებელია ახალგაზრდა თაობებისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება