სიახლეები
სკოლები

ანდეზიტისა და ბეშთაშენის საჯარო სკოლებმა ერთობლივი, მასშტაბური პროექტი განახორციელეს
17-06-2021
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - მანანა იაკობიძისა და წალკის მუნიციპალიტეტის, ბეშთაშენის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის - ლალი სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით, eTwining-ის პორტალის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი „ცხოვრების ჯანსაღი წესი“, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება და მისი დამკვიდრების ხელშეწყობა გახლდათ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, დასკვნითი შეხვედრა კი შედგა Teams-ის პლატფორმაზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, პოსტერები, სკოლაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები; ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და იმაზე, თავად რამდენად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს - რა ხელშემშლელი ფაქტორებია, რას აკეთებენ გამოწვევების დასაძლევად.

„პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ნარკოტიკების, თამბაქოს, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ, ასევე სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე, ენერგეტიკულ სასმელზე... პროექტზე მუშაობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნისმიმცემი იყო ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. რაც მთავარია, ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა სკოლებს შორის თანამშრომლობას და შემდეგშიც ვფიქრობთ საინტერესო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცი

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება