მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
სამების საჯარო სკოლაში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) CENN-თან თანამშრომლობით, დასრულდა პროექტი - „ჩვენი მწვანე სკოლა“.
„პროექტის ფარგლებში, შევიძინეთ ნერგები და მთელი სასკოლო თემის ჩართულობით, დიდი ენთუზიაზმით გავამწვანეთ სკოლის ეზო. ნერგების ნაწილი გადაეცა დარაქოვის საჯარო სკოლას.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცოტა დავაგვიანეთ დარგვა, მაგრამ იმედი გვაქვს, სასკოლო და სასოფლო საზოგადოების თანადგომით, ყველა ნერგი გაიხარებს და შემოდგომით დაგვხვდება „ჩვენი მწვანე ეზო“.
წალკის მუნიციპალიტეტის, სამებისა და დარაქოვის საჯარო სკოლები, სასოფლო თემის სახელით, მადლობას ვუხდით ორგანიზაცია CENN-სა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) პროექტის დაფინანსებისთვის“, აღნიშნულია სამების საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...