სიახლეები
სკოლები

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკურ შეჯიბრში გაიმარჯვეს
17-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

სამტრედიის N3 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

2021 წლის 13 ივნისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ჩატარდა შეჯიბრი მათემატიკაში, სახელწოდებით: „სამტრედიის მათემატიკის თასის“ ფინალური ეტაპი,  რომელშიც მონაწილეობდა სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი „კოში“. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:   ოთარ მიქაძე -  VIII კლასი,  დავით ხელისუფალი - IX კლასი, ოთარ შუბლაძე - X კლასი, გიორგი ჯღამაძე -   XI კლასი და გუნდის კაპიტანი - ელენე ალფაიძე - XII კლასი.

„შეჯიბრი ჩატარდა 4 ეტაპად და ყოველი ეტაპი ფასდებოდა ქულებით. გუნდმა სახელწოდებით - „კოში“  დააგროვა 40 ქულა და კომისიის გადაწყვეტილებით, მოიპოვა პირველი ადგილი და გახდა „სამტრედიის   მათემატიკის თასის“ მფლობელი. აღნიშნულ გუნდს ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებლები:   გულივერ მესხი, შალვა  წულაია, ნინო მიქელაძე და ზაირა გოგიშვილი.

უამრავ წარმატებას ვუსურვებთ  „კოშს“  მომავალში“, - აღნიშნულია სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

 იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება