სიახლეები
სკოლები

წვირმის საჯარო სკოლამ ციფრულ კონკურსში გაიმარჯვა
17-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

მესტიის მუნიციპალიტეტის, წვირმის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

ფარის ინოვაციური ცენტრის მიერ ორგანიზებულ „მე ციფრულ სამყაროში“ კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიარეს 6-კვირიანი სასწავლო კურსი WEB 2.0 ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით.  კურსის დასრულების შემდეგ კი, გამოცხადდა კონკურსი - „საუკეთესო ვებ-გვერდის ავტორი“.

წვირმის საჯარო სკოლის ციფრულმა კლუბმა Kybber mirror დაამზადა სვანი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის ვებ-გვერდი, მისივე ნახატების ფოტომასალით გაფორმებული კალენდარი და წარადგინა კონკურსზე, რომელსაც კომპეტენტური ჟიურის წევრები წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით აფასებდნენ.

კონკურსში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლა. კონკურსი ითვალისწინებდა რამდენიმე ადგილს, მათ შორის ერთ საპრიზოს, რომელიც სოციალურმა საწარმო „მზეკომ“ დააწესა.

კონკურსში წვირმის საჯარო სკოლამ მოიპოვა პირველი ადგილი და სოციალური საწარმოს რჩეულიც გახდა. მათ გადაეცათ ფულადი ჯილდო კლუბის საქმიანობის განვითარებისთვის. მოგებული თანხით კი კლუბმა ფრიდონ ნიჟარაძის ხსოვნის პატივსაგებად დაბეჭდა კალენდარი, რომელიც გაყიდვაშია, ხოლო შემოსული თანხით კლუბი გეგმავს უფრო საინტერესო ციფრული და კულტურული პროექტების განხორციელებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცი

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება