სიახლეები
პიროვნება

„დირექტორის მოტივაციაა ბავშვებისა და საკუთარი საქმიანობის სიყვარული“ - ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული
17-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სევდანარევი სიხარულია. რაღაცის დასასრული ახლის დასაწყისის საწინდარია ყოველთვის.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- არც მხოლოდ მატერიალურ ტექნიკური სრულყოფილ სკოლას, არც მხოლოდ სერტიფიცირებულ და მაღალი მოტივაციის ადამიანური რესურსებს. ორივეს თანხვედრა და ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო ერთად ქმნის ძლიერ სკოლას.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- მოსწავლეების თასით დაბრუნები სკოლაში და დიდი სიხარული. რეაბილიტირებულ სკოლაში დაბრუნებული, ბავშვების გაბრწყინებული სახეები.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- საჭირო კი არა აუცილებელია, თუ შედეგი გვქონდა სრულყოფილი.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- სამართლიანი, საგნის ცოდნით შეიარაღებული, მოსიყვარულე, მოწესრიგებული და თანამედროვე მასწავლებელი

- დირექტორის მოტივაციაა...

- ბავშვებისა და საკუთარი საქმიანობის სიყვარული.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სკოლის ოჯახის და საზოგადოების თანამშრომლობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება