სიახლეები
სკოლები

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ შრომისთვის, სწავლისთვის, კარგი ქცევისთვის“-ჯიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღინიშნა
17-06-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ხარატიშვილმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა მოსწავლეებს და მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი პასუხსმგებლობისთვის, სწავლისთვის და კარგი ქცევისთვის.

„ძვირფასო ბავშვებო, დასრულდა სასწავლო წელი. დღეს, ჯიმითის საჯარო სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა ზაფხულის არდადეგების დაწყება და ეს დღე დიდხანს ემახსოვრება ყველა ჩვენგანს. თეა მასწავლებლის მიერ ორგანიზებულმა წარმატებულმა ღონისძიებამ არავინ დატოვა გულგრილი. დღეს თქვენ სითბო და სიხარული გვაჩუქეთ, დღეს, ჩვენი ერთიანობის ზეიმი იყო, ჩვენი საერთო სახლის, ჩვენი მშობლიური სკოლის ზეიმი.

თქვენს მხიარულ, გალაღებულ სახეებს ვხედავ და ბედნიერი ვარ, ასე რომ გიყვართ თქვენი სკოლა, თქვენი მასწავლებლები, სკოლის კედლებში ფუსფუსი, კეთილი და სასარგებლო საქმეების ჩაფიქრება და განხორციელება.

წლევანდელი სასწავლო წელი იოლი არ ყოფილა არც თქვენთვის, ჩვენ გვიწევდა მრავალი წესის, აუცილებელი პროცედურის ზუსტად დაცვა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ზოგჯერ ერთმანეთისგან შორს, დისტანციურ რეჟიმში გვიწევდა სასწავლო პროცესში ჩართვა, ზოგჯერ სირთულეების დაძლევაც, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველამ ერთად წარმატებით დავასრულეთ ეს წელი. ვისწავლეთ, ერთმანეთზე მეტი ზრუნვა, უჩვეულო პირობებში განათლების მიღებაც ვისწავლეთ და მეტი პასუხისმგებლობის აღებაც. ამ წელმა ბევრი რამ გვასწავლა, უმთავრესი კი ის იყო, რომ დავინახეთ, რამდენად გვჭირდება ერთმანეთი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანი, მეგობარი, საზოგადოება...

მინდა მადლობა გადაგიხადოთ შრომისთვის, სწავლისთვის, კარგი ქცევისთვის, კეთილი საქმეებისთვის, თქვენი უმანკო ღიმილისთვის. მადლობას გიხდით ძვირფასო მშობლებო თანადგომისა და ყურადღებისთვის, თქვენი მხარდაჭერა ძალზე საჭირო და აუცილებელია სკოლის მიზნებისა და ჩანაფიქრების ხორცშესხმისათვის.გვჯერა, რომ კვლავაც ერთ გუნდად ვიშრომებთ ჩვენი მოზარდების საუკეთესო ინტერესებისათვის.ჩვენ ხომ ბევრი კარგი იდეის განხორციელება მოგვიწევს ხარისხიანი განათლებისთვის, უკეთესი შედეგებისათვის! დაბოლოს, ბავშვებო! ჩვენ ისევ აქ ვართ, ყოველთვის თქვენს გვერდით! მოგვმართეთ რჩევისთვის, კარგი წიგნისთვის, მოსაზრებისთვის, აზრის გაზიარებისა და სწორი გამოსავლის პოვნისთვის.ჩვენ მოგისმენთ, ჩვენ გავიგებთ, ჩვენ გავიზიარებთ თქვენს სიხარულსა და მოწყენას!ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით!მიყვარხართ, მომენატრებით!ახლა კი დროებით გემშვიდობებით მალე ნახვის იმედით! იხალისეთ და დაისვენეთ. ირბინეთ, გაკაჟდით, ითამაშეთ! ვაშა! ზაფხულის არდადეგებია“, - აღნიშნა დირექტორმა ნინო ხარატიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება