წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ანი ჭანკვეტაძე „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის 50-ე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა. Მან კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და საჩუქრად ნოუთბუქი დაიმსახურა.
კონკურსი საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.
პირველი ადგილის მფლობელი ანი ჭანკვეტაძის ნამუშევარი მსოფლიო საფოსტო კავშირში გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.
„ვულოცავთ ანის ამ წარმატებას და ვუსურვებთ, მომავალში კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები