მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი მასწავლებელი ყველა მოსწავლისთვის განსაკუთრებულია და მას ვერავინ შეცვლის. სწორედ პირველი დამრიგებელი უღებს პატარებს ახალი და საინტერესო ეტაპის კარს და მიუძღვება სწავლისკენ სავალ საპასუხისმგებლო გზაზე.
მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩევიან ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის პედაგოგები. მათ შორის არის დაწყებითების მასწავლებელი ია სულუხია.
ია სულუხია დედალაურის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის დამრიგებელია. მან წარმატებით მოახერხა მთელი წლის განმავლობაში პატარების სწავლით დაინტერესება. ახლა კი ნაყოფიერი წლის დასასრული ფერადი ღონისძიებით აღნიშნა, მოსწავლეებს არდადეგებისკენ კეთილი სურვილები გაატანა და უფრო საინტერესო ახალ სასწავლო წელს დაჰპირდა. „წარმატებით გევლოთ ჩემო მერცხლებო, მეამაყებით!“ - ამ სიტყვებით გააცილა მოსწავლეები მომავალ წლამდე.
საყვარელ მასწავლებელს არც მოსწავლეთა მონდომება დაუტოვებია ყურადღების მიღმა და ნაყოფიერი შრომისთვის პატარები დიპლომებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა