მასწავლებლის სახლი აცხადებს მიღებას სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამაზე - რეგისტრაციის ვადები და პირობები
18-06-2021
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამა წინასწარი მოკვლევის მიზნით, აცხადებს პირველად რეგისტრაციას სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამაზე იმ სოციალური მუშაკებისთვის ვინც დასაქმებულია არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროგრამის სახელწოდება: სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა;
სამიზნე აუდიტორია: არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები;
პროგრამის მიზანი: სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მიზანია პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების, რომელთაც არ მიუღიათ სპეციალური აკადემიური განათლება ამ სფეროში, უნარ-ჩვევებისა და მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამყარება, აღიარება და აკადემიური სერტიფიცირება.
პროგრამა დაფარავს შემდეგ მიმართულებებს:
სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მხარდაჭერის სფეროში;
სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან;
სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
ხანგრძლივობა, დროში განაწილება:
სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის ხანგრძლივობაა: 280 საათი (საკონტაქტო/სასემინარო საათი), დისტანციურ რეჟიმში გრძელდება 5-თვემდე. სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა ჩატარდება დისტანციურად.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
სერტიფიცირებული სპეციალისტები გაიღრმავებენ ცოდნასა და კოგნიტურ უნარებს შემდეგი მიმართულებით:
• სოციალური მუშაობის ღირებულებებისა და პრაქტიკულ საქმიანობაზე მათი გავლენების გაცნობიერება; სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსის შესაბამისი პრაქტიკის განხორციელება.
• ადამიანებისა და ჯგუფების ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების, ადამიანთაშორისი ურთიერთობების დინამიკის იდენტიფიცირება და პრაქტიკაში გამოყენება.
• სოციალური მუშაობისთვის რელევანტური საკანონმდებლო ბაზისა და პროგრამების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება.
• სოციალური მუშაობის მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება.