სიახლეები
სამასწავლებლო

„განვლილი სასწავლო წელი სახალისო აქტივობებით დატვირთული და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა“ - ნაზი ნადირაძე, სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორი
18-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორის, ნაზი ნადირაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?


- ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 2020-2021 სასწავლო წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩვენი სკოლისათვის, მთელი საგანმანათლებლო სისტემა დიდი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დადგა.  უპირველესი გამოწვევა სასწავლო პროცესის ნაწილის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა აღმოჩნდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ყოველდღიური  ურთიერთობის ვირტუალურ სივრცეში გადატანა პირველ ეტაპზე უჩვეულო აღმოჩნდა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და ჩემი მასწავლებელების დიდი მონდომებით ეს წინააღმდეგობა შემსუბუქდა. საბოლოო ჯამში, განვილილი სასწავლო წელი სახალისო აქტივობებით დატვირთული და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო პროექტსა და ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რისი უშუალო მხილველი თქვენი მკითხველიც არის. მე,როგორც დირექტორი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესში.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- მოგეხსენებათ, რომ კერძო სკოლის საქმიანობაში მშობელთა ჩართულობა მაღალია. ჩვენი სკოლის ძირითადი მიზანია მასწავლებელმა სწორი კომუნიკაციით, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით, მშობლებისა და მოსწავლეების მობილიზება მოახდინოს. რაც თავისთავად გულისხმობს მშობლებთან მრავალმხრივ რეგულარულ ურთიერთობას. პანდემიის პირობებში კი ეს განსაკუთრებულად შეინიშნებოდა. მათ პასუხისმგებლობა გადაინაწილეს როგორც ტექნიკურ საშუალებებზე, ასევე პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაზე. 

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მასწავლებლის პროფესია მუდმივად საჭიროებს სიახლეებისა და თანამედროვე ტენდენციების მიღებას. თუმცა უპირველეს ყოვლისა ვთვლი, რომ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება ყველა მასწავლებელმა უნდა შეძლოს. ჩემი აზრის განსამტკიცებლად მოვიშველიებ ფრაზას, რომელიც ჩვენს სამასწავლებლო ოთახში გასანკუთრებულ ადგილს იკავებს  - ,,თუ ბედავ სწავლებას,თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა" - ჯონ კოტონ დანა. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- არსებულმა მდგომარეობამ თითქოს გადააფასა ახალგაზრდების დამოკიდებულება პროფესიების მიმართ, მართალია, ყოველთვის აქტუალური იყო სამედიცინო სფერო, თუმცა ახლა მოიმატა ექიმობის მსურველთა რიცხვმა. ალბათ, ეს არც არის გასაკვირი - ისინი ხომ პროფესიული გმირობის მაგალითები არიან. ჩვენი სკოლის გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან 4 მოსწავლე სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- მართლაც,სადაო საკითხია, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი კალენდარული წლის დაწყებამდე ბავშვი, რომელსაც უსრულდება 6 წელი, მზად არის სწავლის დასაწყებად. გამონაკლის შემთხვევაში, სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება